LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართლებრივი ჩარევის შემდეგ ოჯახის მდგომარეობა ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დამძიმდა – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1542729030-ჯაღმაიძე

ეკლესიაში დაგროვდა ფაქტები, როდესაც სამართლებრივი ჩარევის შემდეგ ოჯახის მდგომარეობა ზოგიერთ შემთხვევაში უფრო დამძიმდა – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმი, უნდა შეიქმნას დმაატებითი მექანიზმი რათა ყველა ის შემთხვევაა, რომელიც კონფლიქტთან თუ ოჯახში ძალადობასთან არის დაკავშირებული, სწორად იყოს იდენტიფიცირებული.

“არ მოხდეს მიღებული ზომების გადამეტება. გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, ოჯახის წევრი, რომელმაც განაცხადა მსგავსი კონფლიქტის შესახებ, უკვე ითხოვს აღსრულების დროს ოჯახის წევრზე მიღებული ზომების შემსუბუქებას. ბავშვები დარჩნენ მიუხედავი, ოჯახის მდგომარეობა დამძიმდა და სხვა. მიგვაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გავაანალიზებდით”, – განაცხადა მამა ანდრიამ.

შეგახსნებეთ, ოჯახში არსებულ კონფლიქტებსა და მასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დღეს სამების ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა სტრუქტურის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომელიც საზოგადოებას საკანონმდებლო ინიციატივებზე ესაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g