“2012 წელს ჩვენ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ვიხილეთ. შედეგების გამოცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლებში დიდი მღელვარება იყო. ჩვენ პრეზიდენტს სასახლეში შევხვდით და ვცადეთ დაგვერწმუნებინა, რომ თანამდებობის დატოვება ქვეყნის უსაფრთხეობისა და დემოკრატიისთვის აუცილებელი იქნებოდა. მან ჩვენ მოგვისმინა და პრეზიდენტის თანამდებობა დათმო.” – საქართველოში ჩატარებული 2012 წლის არჩევნები წარმატებულ მაგალითად მოიყვანა დღეს სენატორმა ჯინ შაჰინმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს.
დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბრობდა არა ჯორჯიის შტატზე, არამედ სახელმწიფო საქართველოზე, სადაც იმყოფებოდა 2012 წელს და არჩევნებს სენატის სახელით აკვირდებოდა.
შაჰინის განცხადებით, ის თავის კოლეგა სენატორ რიშთან ერთად იმყოფებოდა რამდენიმე საარჩევნოო უბანზე, სადაც ხმის მიცემის პროცესი თავისუფლად და სამართლიანად მიმდინარეობდა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება აუცილებელია და ეს საქართველომ შეძლო.
შეგახსენებთ, იმ დროს, როდესაც აშშ-ს კონგრესში საპრეზიდენტო არჩევნების დასამტკიცებლად სხდომა მიმდინარეობდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა შენობაში შეჭრა სცადეს.
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად დაიღუპა ოთხი, ხოლო დააკავეს 50-ზე მეტი ადამიანი.
კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
მისი ფსიქიკური მდგომარეობა საყურადღებოა: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა ტრამპის გადაყენებას ითხოვს