LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრე-აქსელერაციის პროგრამა იწყება

112
პროგრამა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და USAID-ის პროგრამას „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრე-აქსელერატორის პროექტი იწყება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სამცხე-ჯავახეთში რეგისტრირებულ 16+ ასაკის ნებისმიერ ადამიანს.

პროგრამის მიზანია რეგიონში ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარება და ამავე მიმართულებით ახალი გუნდების ფორმირება. ასევე, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მოემზადებიან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსისთვის.

პროგრამა 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ის დაყოფილი იქნება 3 ძირითად ეტაპად:

  • იდეების გენერირება/დახვეწა
  • ვალიდაცია და პროდუქტის მომხმარებელზე მორგება 
  • დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, ფინალური პრეზენტაციები/დემო დღე

ბენეფიციარები, პროგრამის ფარგლებში, სტარტაპების შესაქმნელად და გასავითარებლად სხვადასხვა აქსელერატორის გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ პრინციპებს გაეცნობიან. რეალური მაგალითების საფუძველზე მიიღებენ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეაფასონ სტარტაპ იდეები, როგორ შექმნან ინოვაციური პროდუქტი, რომელიც არსებულ პრობლემებს გადაჭრის. ისწავლიან, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შექმნან სრულყოფილი ბიზნეს გეგმა საკუთარი სტარტაპ იდეისთვის. ამასთან, გუნდები საკუთარ ინოვაციურ იდეებზე მენტორების დახმარებითაც იმუშავებენ, რის შედეგადაც მზად იქნებიან მათ დემო დღეზე წარსადგენად.

პროექტზე რეგისტრაცია სრულდება 15 ივლისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები