6-7 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთი გემო ფესტს პირველად უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი ბორჯომის პარკში ჩატარდება.
2 დღის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები.
ფესტივალში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობს, რომლებმაც გადამზადება გამოცდილ შეფმზარეულებთან გაიარეს.
გემო ფესტის ფარგლებში, ბორჯომის პარკში, კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი და ფოტო ზონები მოეწყობა, დაგეგმილია კონცერტიც.