LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ“ – კახა კალაძე

206
Untitled design (6)

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჩეხეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო! მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ. ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, – წერია სამძიმრის წერილში.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

„გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო“ – სალომე ზურაბიშვილი პრაღაში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს“ – ილია დარჩიაშვილი 

საგარეო საქმეთა სამინისტრო – პრაღაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის

პრაღაში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები