ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა ექიმი, კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი კახა ჭუბაბრია.
„ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა ღრმა მწუხარებით იუწყება, გარდაიცვალა ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. კახა (ერეკლე) ჭუბაბრია.
იგი ოთხი ათეული წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა და იდგა მთელი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
მოწოდებით ექიმი, სანიმუშო და ერთგული კოლეგა, გულითადი მეგობარი, თავის საქმის უბადლო პროფესიონალი, ასე დარჩება იგი ოჯახის, კლინიკის და მადლიერი პაციენტების გულებში.
სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი კახას დიდ ოჯახს“, – აღნიშნულია ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ალექსანდრე ალადაშვილის სახ. კლინიკა ღრმა მწუხარებით იუწყება გარდაიცვალა ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,…
Posted by ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა • Aleksandre Aladashvili clinic on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025