LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამებაში არის ოთახი, სადაც მსურველებს ტანსაცმლის არჩევა შეუძლიათ

6911
56917912_10218637245911590_2561416640184975360_n

სამების საკათედრო ტაძარში არის ოთახი, სადაც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მიტანა ან წამოღებაა შესაძლებელი – ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ირმა ნანიტაშვილი ავრცელებს.

როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, სივრცე საკმაოდ მოწესრიგებულია და მსურველი საჭირო სამოსს მარტივად აარჩევს.

„სამების საკათედრო ტაძარში, 0 სართულზე, არის ოთახი, სადაც შეგიძლიათ მოიტანოთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაჭირვებულთათვის. ყოველ შაბათ-კვირას, მსურველს შეუძლია მოვიდეს და შეარჩიოს თავისი ზომის და საჭიროების სამოსი. დღეს მეც შევიტანე ჩემი ადამიანური წვლილი ამ საქმეში“, – წერს ირმა ნანიტაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g