LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება: „ვითხოვთ, ჩვენი კოლეგის დაუყოვნებელ გათავისუფლებას!“

149
კოტე ჩახუნაშვილი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

„ვითხოვთ, ჩვენი კოლეგის, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პედიატრ კოტე ჩახუნაშვილის წერილი იზოლატორიდან: „ადამიანი, რომელიც ადვოკატს პირველ რიგში ჩვენთან აბარებს რომ მის სტუდენტებსა და პაციენტებზე ვიზრუნოთ…“

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოტე ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ცნობით, სახლიდან აქციაზე გასვლის შემდეგ, ჩახუნაშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ხოლო მისი მანქანა სახლთან ახლოს იყო მიტოვებული.

უფრო ადრე კი ცნობილი გახდა, რომ პოლიციის თანამშრომლები კოტე ჩახუნაშვილთან მივიდნენ და დაკითხვაზე დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არ დაუკონკრეტებიათ, ჩახუნაშვილმა კი დაკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g