საუდის არაბეთის ავიაკომპანია Saudi Nesma Airlines საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში და სამეფო ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა იმსჯელეს.
არაბულ კომპანიას რიადიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა სურს. ავიარეისების შესრულების დაწყება კი ივნისიდან იგეგმება.
ქართულ ბაზარზე შემოსვლის სურვილის მიუხედავად, კომპანიას შესაბამისი ნებართვის მისაღებად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
