LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშები“ მუსიკალური შოუ გახდება

67

პოპულარული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ მუსიკალური შოუ გახდება.  უკვე ცნობილია, რომ მუსიკოსები კომპოზიტორ რამინ ჯავადის ხელმძღვანელობით გამოვლენ, რომელსაც სერიალის მუსიკა ეკუთვნის. შოუ ჯავადის ხელმძღვანელობით აშშ-ისა და კანადის 28 ქალაქს მოიცავს. ევროპული ტურნეს შესახებ საუბარი ჯერ არ არის.

სერიალის პროდიუსერების გაცხადებით, შოუს ანალოგი არ აქვს და ის მუსიკის ისტორიაში უნიკალური ტურნე გახდება. ბილეთების გაყიდვა მომდევნო ორშაბათს დაიწყება.  დასავლური ტაბლოიდების განცხადებით, სცენა 360 გრადუსიანი იქნება, მუსიკას კი ცოცხალი ორკესტრი შეასრულებს, რომელიც 80 მუსიკალურ ინსტრუმენტს აერთიანებს. სპეციალურ  LED-ეკრანებზე კი სერიალიდან განსაკუთრებული სცენები იქნება ნაჩვენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები