სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელებმმა ახალი, რიგით მეშვიდე სეზონის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნეს. ვიდეო არასტანდარტული ხანგრძლივობისაა – სერიალის თაყვანისმცემლები 3,5 წუთიანი რგოლით გაახარეს, რომელიც ახალი სერიების იშვიათი ფრაგმენტებისგან შედგება.
შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონი HBO-ს ეთერში 2017 წლის ზაფხულში გამოვა. ტრადიციული ათი ეპიზოდის ნაცვლად მასში შვიდი სერია შევა.
https://www.youtube.com/watch?v=oqaARLwQCkA