ქსელში „სამეფო კარის თამაშების“ ახალი თიზერი გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში მე-6 სეზონის დეტალები არ ვლინდება, მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც გამოცემა Variety წერს, სერიალის დევიზი, რომ ყველა ადამიანი უნდა მოკვდეს, ახლა კიდევ უფრო მეტად ბოროტულად ჟღერს.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონის პრემიერა 24 აპრილს შედგება.
