„სამეფო კარის თამაშების“ საფინალო ეპიზოდის შემქმნელებმა პროექტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საბრძოლო ეპიზოდის გადაღება დაასრულეს.
შოუს ძირითადი ეპიზოდის გადაღებები 55 ღამე გაგრძელდა, ამის შესახებ სამადლობელ წერილში სერიალის პროდიუსერებმა დაწერეს: „როდესაც ერთი წლის შემდეგ, მილიონობით ადამიანი ამ ეპიზოდს ნახავს, ისინი ვერასოდეს წარმოიდგენენ, რამდენი ენერგია ჩავდეთ ამ მომენტის გადაღებისას. მათთვის სულერთი იქნება, რამდენად დაიღალეთ და რამდენად რთული იყო თქვენთვის ეს ყველაფერი. ისინი უბრალოდ ვერ მიხვდებიან, რომ უყურებენ რაღაცას, რაც აქამდე არასოდეს უნახავთ და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებით“, – სწორედ ასე გადაუხადეს პროდიუსერებმამადლობა გადამღებ ჯგუფს.
შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების საფინალო სეზონი 2019 წელს გამოვა.