ქსელში ,,სამეფო კარის თამაშების” მერვე ეპიზოდის პირველი ოფიციალური თრეილერის პრემიერა შედგა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საკულტო სერიალი HBO-ს ეთერში 14 აპრილს გავა.
ვიდეოს, რომელიც ამ დროისთვის 3 მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ნახა, შეუძლებელია ემოციების გარეშე უყურო.
აღსანიშნავია, რომ ამაღელვებელ კადრებში სტარკების საგვარეულო პანთეონში მიმავალი ჯონ სნოუ, სანსა და არია ჩანან, რომლებიც საკუთარ საფლავებს აღმოაჩენენ. სწორედ ამ დროს მათკენ ყინულის ბურუსი მიემართება, ტრიო კი ბრძოლისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო შოუს დასკვნით ნაწილში 6 სერიას ვიხილავთ.