ტელეარხმა HBO „სამეფო კარის თამაშების“ მეექვსე სეზონის თიზერი გამოუშვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვიდეო უამრავ კითხვას ბადებს და კიდევ უფრო დამაინტრიგებელია.
სამაგიეროდ მაყურებელს შეუძლია იხილოს ის გმირები, რომლებიც წინა სეზონებში გაქრნენ სერიალიდან, მაგალითად ესაა შონ ბინი, რომელიც ლორდ სტარკის როლს ასრულებდა და ასევე, რობ სტარკის როლის შემსრულებელი რიჩარდ მედენი. თიზერი წარმოადგენს გასული სეზონების ყველაზე დრამატული ეპიზოდების კოლაჟსს. კვლავ გაურკვეველია ჯონ სნოუს ბედი.
შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მეექვსე სეზონი აპრილში გამოვა.




