YouTube-ის ოფიციალურ არხზე სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მეექვსე სეზონის მეორე თრეილერი გამოქვეყნდა.
წინა თრეილერმა, რომელიც 26 მარტს გამოვიდა, 8 მილიონი ნახვა მოაგროვა (იხ. ბმული). რაც შეეხება ახალ სეზონს, მისი პრემეირა 24 აპრილს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ „სამეფო კარის თამაშების“ მთავარი გმირები – კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი, რომელთა შესახებაც აქამდე მხოლოდ ჭორები დადიოდა, საზოგადოებაში ერთად წყვილის სახით პირველად გამოვიდნენ.