თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ მთავარი გმირები მეშვიდე სეზონში მომატებულ ჰონორარებს მიიღებენ. საუბარია კიტ ჰარინგტონზე, ლინა ჰიდზე, პიტერ დიკლეინჯსა და ემილია კლარკზე. მათი ხელფასი 1,1 მილიონ დოლარი იქნება, ამ მაჩვენებლით კი ისინი „დიდი აფეთქების თეორიის“ მსახიობებს გაუთანაბრდებიან, რომელთა შემოსავალიც ამდენივეს შეადგენს.
ყველა სხვა პროექტის ვარსკვლავების ჰონორარი მკვეთრად ნაკლებია. მაგალითად, ენდრიუ ლინკოლნი „მოსიარულე მკვდრებიდან“ 650 000 დოლარს იღებს, კევინ სპეისი „ბანქოს სახლიდან“ – 500 000 დოლარს, ხოლო „გილმორის გოგონების“ ვარსკვლავები – ლორენ გრემი და ალექსის ბლედელი – 750 000 დოლარს.
შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ახალი, მეშვიდე სეზონი ეკრანებზე 2017 წლის 24 ივნისს გამოვა.
