სანამ „სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლები იმაზე ფიქრობენ, რა მოხდება აპრილის ბოლოს დაგეგმილ პრემიერაზე, ამერიკელმა მეცნიერ-მათემატიკოსებმა სერიალის მთავარი პერსონაჟი გამოავლინეს. ხანგრძლივი გამოთვლების შედეგად მათ გამოარკვიეს, რომ ასეთი ტირიონ ლანისტერია, რომლის როლსაც მსახიობი პიტერ დინკლეიჯი ასრულებს.
პროფესორმა ენდრიუ ბევერიჯმა თავის მოსწავლეებთან ერთად სამეცნიერო დასკვნა სახელწოდებით „სამეფო კარის ქსელი“ გამოაქვეყნა. მეცნიერებმა სამი პერსონაჟი გამოყვეს: ჯონ სნოუ, ტირიონ ლანისტერი და სანსა სტარკი, რომელთაგან მათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოარჩიეს. ლანისტერის უპირეტსობა კი მისი პოლიტიკურ მაქინაციებში მონაწილეობაში ახსნეს.
შეგახსენებთ, რომ სერიალის მეექვსე სეზონის პრემიერა ტელეარხზე HBO 24 აპრილს შედგება (იხ. ბმული).
