„სამეფო კარის თამაშების“ ავტორებმა სერიალის უკანასკნელი მერვე სეზონის გამოსვლის თარიღი დაასახელეს.
HBO-ს პრეზიდენტის, კეისი ბლოისის თქმით, საფინალო სეზონის ექვსივე სერიის ჩვენება 2019 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე მხოლოდ ბოლო სეზონის გამოსვლის წელი იყო ცნობილი.