მსახიობები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი ხუთწლიანი რომანის შემდეგ დაინიშნენ. როგორც გამოცემა The Sun წერს, წყვილს ქორწილის თარიღი ჯერ არ აურჩევია. ინსაიდერის თქმით, კიტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახლი შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავების რომანი „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღებ მოედანზე, 2012 წელს დაიწყო.
