LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამეფო კარის თამაშებმა“ პრემია „ემის“ 8 ტექნიკური ჯილდო მოიპოვა

166

სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ პრემია Creative Arts Emmy-ს აბსოლუტური ტრიუმფატორი გახდა. პოპულარულმა სერიალმა ერთდროულად რვა „ტექნიკური ჯილდოს“
მოპოვება შეძლო, მათ შორის მსახიობების უბადლო ქასთინგისა და ვიზუალური ეფექტების გამო.

პრემიის მეორე ფავორიტი გახდა „ამერიკის საშინელებათა ისტორია“, რომელმაც ხუთ ნომინაციაში გამარჯვება შეძლო.

საერთო ჯამში ტელეარხ HBO-ს პროექტებმა სულ 29 ჯილდოს მოპოვება შეძლო.

შეგახენებთ, რომ Creative Arts Emmy ერთგვარად პრემია „ემის“ ტექნიკურ ნაწილს წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები