LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახის თბილი ფოტო პრინც ჩარლზის დაბადების დღეზე (ფოტო)

1-1-15

პრინცი ჩარლზის 70 წლის იუბილესთვის ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა თბილი ფოტოსესია მოაწყო. ფოტოები კლარენს ჰაუსის ბაღშია გადაღებული. სწორედ აქ ცხოვრობენ ამჟამად პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი. ფოტოების გამოქვეყნება კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე იგეგმებოდა, თუმცა ისინი ჰაკერულად, დათქმულ დროზე ადრე გავრცელდა.

ახალ ფოტოებზე ჩარლზი კამილა პრიცნ უილიმისა და ჰარის გარემოცვაში პოზირებენ. ფოტოებზე ასევე არიან ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად და მეგან მარკლი. საინტერესოა, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც უილიმისა და მიდლტონის უმცროს ვაჟს, პრინც ლუის ვხედავთ. ის უკვე 6 თვისაა და ეს მისი დებიუტია.

ცოტა ხნის წინ ეკრანებზე გამოვიდა სამეფო ოჯახის შესახებ  გადაღებული ახალი ფილმი, სადაც პრინცი უილიამი წუხს იმის გამო, რომ ჩარლზი საქმეებით მეტადაა დაკავებული, ვიდრე შვილიშვილებით. ამის საპასუხოდ ჩარლზმა გადაწყვიტა დაბადების დღე ოჯახურ გარემოცვაში აღნიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g