LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო Rolls-Royce სიცრუე აღმოჩნდა: რეალური ისტორია

99

აუქციონის სახლი Bonhams გასაყიდად 1915 წლის Rolls-Royce 40/50 HP-ს გაიტანს. რამდენიმე დღის წინ Авто.ру-ზე გაჩნდა განცხადება, სადაც იგივე ლიმუზინი 278 მილიონ რუბლად იყიდებოდა. ავტომობილის მფლობელი ირწმუნებოდა, რომ ავტომობილი ნიკოლოზ მეორეს საკუთრება იყო, თუმცა Bonhams აცხადებს, რომ ავტომობილს არაფერი აქვს საერთო რუს იმპერატორთან.

Авто.ру-ზე გამყიდველი წერდა, რომ ნიკოლოზ მეორეს გარდაცვალების შემდეგ, ავტომობილი კოლექციონერმა შეიძინა და ლას ვეგასის კაზინოში გამოფინა. მოგვიანებით ის ვინმე გერმანელმა რარიტეტული ავტომობილების თაყვანისმცემელმა შეიძინა და ბუნკერში დამალა, სადაც იპოვეს კიდევ შემთხვევით. ეს ისტორია მხოლოდ ნაწილობრივ დასტურდება დოკუმენტებითა და მწარმოებლის ჩანაწერებით.

სინამდვილეში კი გასაყიდად გამოტანილი Rolls-Royce 1915 წლის 22 დეკემბერს არის აგებული. მასზე ძარების ატელიე Barker & Co-მ იზრუნა და ის სპეცვერსია London-Edinburgh-ის შასიზე აწყო. ატომომობილი რუსი მყიდველისთვის იყო განკუთვნილი და კომპანიის რეესტრმა ის Tchitchkine-ის გვარზე გააფორმა.

1917 წელს, უკვე აწყობილი Rolls-Royce-ის თანხა ისევ არ იყო გადახდილი, ამიტომ ის სამხედრო უწყებამ შეიძინა. ორი წლის შემდეგ ავტომობილი აუქციონზე გაყიდეს – პირველი კერძო მფლობელი გახდა ადამიანი გვარად უოლესი.

20-იან წლებში Rolls-Royce ისევ გაიყიდა – ახალი მფლობელი ცირკის იმპრესარიო ჯონ რინგლინგი გახდა, რომელმაც Rolls-Royce-ის ძარა შეცვალა და „ბარკერულმა“ ძარამ ადგილი ლიმუზინს დაუთმო.

კიდევ რამდენიმე მფლობელის გამოცვლის შემდეგ, ავტომობილი ლას ვეგასში კაზინო Imperial Palace Hotel-Casino-ს კერძო კოლექციის ნაწილი გახდა. სწორედ მაშინ დაარქვეს მას ნიკოლოზ მეორეს პირადი ავტომობილი. 1984 წელს ლიმუზინი გერმანელმა არქიტექტორმა და კოლექციონერმა ჰელმუტ კროგმანმა იყიდა. Rolls-Royce კერძო მუზეუმში 2016 წლამდე იყო, მანამ სანამ ამჟამინელმა მფლობელმა არ შეიძინა.

ბოლო შემოწმება ექსპლუატაციაში ვარგისიანობის შესახებ ავტომობილმა 2014 წელს გაიარა. 2017 წელს ყველა ტექნიკური სითხე შეიცვალა და ძრავის შემოწმება მოხდა. აუქციონზე მისგან 450-550 ათასი ევროს მიღებას გეგმავენ. Авто.ру-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას როგორც ჩანს არაფერი აქვს საერთო Bonhams-ის აუქციონზე გასაყიდ რეალურ ავტომობილთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები