LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის სამმართველოს პოლიციის უფროსები თანამდებობიდან გაათავისუფლეს – შსს-ში საკადრო ცვლილებებია

1137
BeFunky-collage - 2020-04-22T130804.431

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ორი რეგიონის სამმართველო პოლიციის უფროსები თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას მაღალჩინოსნების პოსტიდან მოხსნის შესახებ ადასტურებენ შსს-ში, თუმცა საკითხთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ამ დროისათვის უცნობია რა მიზეზით გათავისუფლდა სამსახურიდან  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსი შოთა ხაჟომია. ის აღნიშნულ თანამდებობამდე  2017 წლიდან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსი მერაბ წურწუმიაც.  ამის შესახებ ინფორმაციასაც შსს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალები წურწუმიას გათავისუფლებაზე ამ დროისათვის უცნობია. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ წურწუმია გასულ წელს დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი 1990 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში თანამდებობა სამმართველოს უფროსებმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

magti 5g