LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

76
2

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.

სამართალდამრღვევს ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა დიდი ოდენობით ხე-ტყე – დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის 10 ერთეული და ნეკერჩხლის სახეობის 3 ერთეული მრგვალი მორი.

დალუქვის მიზნით ავტომანქანის შესაბამის ადგილას გადაყვანის დროს, მორების დამჭიმი ღვედი გაწყდა და ხე-ტყე მანქანის ძარიდან გადმოიყარა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა და მორები დალუქეს, სამართალდამრღვევის მიმართ კი, შესაბამისი აქტი შეადგინეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

პოპულალურები