სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.
„სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
