კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, ხვალ დილიდან კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 25 იანვრიდან დედაქალაქში მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, აუცილებელი საპროფილაქტიკო სამუშაოები ჩატარდება წყალსადენის 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენის სხვადასხვა მონაკვეთზე, რომელიც გადის გუგუშვილის, გახოკიძის, ჭიჭინაძის და მაისურაძის ქუჩებზე, ასევე, წმინდა ბარბარესა და აფრიკის დასახლებებში.
პარალელურად, კომპანია აღნიშნული მაგისტრალის მომიჯნავე ქსელებზე დამატებით დააამონტაჟებს 600 მმ-იან და 150 მმ-იან ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს და ექსპლუატაციაში გაუშვებს ჭიჭინაძის ქუჩაზე გამავალ 750 მეტრი სიგრძის ახლადშეცვლილ წყალსადენის ქსელს.
სამუშაოების ჩატარებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ, დილის 10 საათიდან დაიწყებს, ამიტომ 22 იანვრის10:00 საათიდან 23 იანვრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, რამაზ წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძისა და მე-2 ნავთლუღის ქუჩებს, ქვემო და ზემო ფონიჭალას და სამგორის რაიონის რამდენიმე დასახლებას.
ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება 23 იანვრის დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.