სამგორის, ვაკის, ისნის, ნაძალადევის, გლდანის, ჩუღურეთის, კრწანისის და საბურთალოს რაიონებს 25 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
„სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX კვარტალების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, ბაშალეიშვილის და შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, სამასი არაგველის, ლუსინიანის, აბუსერიძე-ტბელის, ქედის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კამალოვის, ქართლელიშვილის, მესხიშვილის, გულრიფშის, თამარაშვილის, კურნატოვის, ლიკანის, სართანიას, სააკაძის, საჭილაოს, გომბორის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ცოტნე დადიანის, ლოტკინის, მანჯგალაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ქერჩის, მანაგაძის, ბაღნარის, შუშის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), პასტერის, უზნაძის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის, სოფელი წავკისის, სოფელი დიდების, სოფელი ბეთანიის და სოფელი კვესეთის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, დავარის, ასმათის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
