სამგორის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა და გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ თანამდებობები დატოვეს, – აღნიშნული ინფორმაცია “ფორტუნას” თბილისის მერიაში დაუდასტურეს. როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, თანამდებობიდან გადადგომა საკადრო გადაადგილებას უკავშირდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მამუკა ჩოქურისა და ბესიკ ქარცივაძის მომავალ საქმიანობაზე ინფორმაცია, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.