LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი Bugatti „ყინულოვანი“ ტესტ-დრაივის ვიდეოში აჩვენეს

112
08 2601 The-ICE-St-Moritz-Recap

Bugatti-მ სამი ჰიპერქარის ყველაზე უჩვეულო ტესტი ჩაატარა. ღონისძიება ICE St. Moritz გაყინულ ტბაზე გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ იშვიათი Veyron-ები, Rimac Nevera და კლასიკური EB110.

Bugatti Bolide-ის საერთო ტირაჟი სულ 40 ავტომობილია. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერქარის ფასი 4,7 მილიონი დოლარიდან იწყება, სამმა მფლობელმა შვეიცარიაში გამართულ ღონისძიებაზე დასწრება და საკუთარი ავტომობილების ექსტრემალურ პირობებში გამოცდა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ მოდელი შეიქმნა, როგორც ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური პროტოტიპის სერიული ვერსია. ვიზუალურად იგი უფრო სარბოლო ბოლიდს ჰგავს, ვიდრე საგზაო ავტომობილს. Bolide 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,2 წამში ახერხებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 380 კმ/სთ-ს აღწევს.

ექსკლუზიურ ყინულოვან ტესტ-დრაივზე ასევე შენიშნეს Bugatti Veyron-ის ვერსიები – Grand Sport Vitesse Soleil de Nuit, Meo Costantini და Rembrandt Bugatti Grand Sport Vitesse, ასევე კლასიკური Type 13, Type 35 და Type 37A.

ღონისძიებას ესწრებოდა კომპანიის ხელმძღვანელი მატე რიმაცი, რომელმაც თან ორი Rimac Nevera მიიყვანა და თავადაც დაჯდა Bugatti EB110-ის საჭესთან, რათა გაყინულ ტბაზე გაეტარებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები