ყულიშკარში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზად, სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაცია განიხილება. ამის შესახებ ადგილობრივები “პირველებთან” საუბრისას აცხადებენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია როგავების ოჯახის სამი წევრი – სამი და. მათ ცხედრებს სახლში მეზობელმა მიაკვლია.
ადგილობრივების ინფორმაციით, დები სამი დღის განმავლობაში ქუჩაში არ გამოჩენილან. მოგვიანებით, სამეზობლოში უცნაური სუნი იგრძნეს და როგავების სახლს მიაკითხეს. სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს ადგილზე სამართალდამცველები.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ასევე, ნამდვილად უკავშირდება თუ არა შემთხვევა კვებით ინტოქსიკაციას, შესაბამისი ექსპერტიზისა და გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს.
