LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი დღის წინ ჩემთან იყო, ჩამეხუტა და დამემშვიდობა” – რას წერს სამოდელო ცენტრის ხელმძღვანელი მოულოდნელად გარდაცვლილ გოგოზე

646
BeFunky-collage (3)

სასწავლო ცენტრის RE’BELLE STUDIO-ს ხელმძღვანელი ია ცუხიშვილი რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაცვლილ მოდელ, ელენე ეფრემიძეზე წერს. ის სოციალურ ქსელში ელენეს ვიდეოსაც აქვეყნებს.

„ძალიან ცუდი დღეები მაქვს… ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, განუმეორებლად უნიჭიერესი გოგო აღარ მყავს! ჩემი ულამაზესი მოდელი, რომელიც შვილივით გაიზარდა ჩემს გვერდით… მტკივა უმისობა… ვერ ვიჯერებ… ყველგან მას ვხედავ… უამრავი ადამიანი მირეკავს, უცნობი, ნაცნობი… მათ ჩემგან გაუცნიათ ელენე… ამ საქმეს ორივე დიდი სიყვარულით ვაკეთებდით… ჩვენ დიდი გეგმები გვქონდა… სამი დღის წინ ჩემთან იყო, ჩამეხუტა და დამემშვიდობა”, – წერს ია ცუხიშვილი.

„ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს“ – 20 წლის მოდელი ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g