სამი Dodge Chakkenger SRT Demon ტრანსპორტირების დროს მთლიანად დაიწვა. უახლესი მასელქარების პირველმა მყიდველებმა თავისი შეკვეთების მიღება უკვე დაიწყეს, თუმცა, სამ მფლობელს ავტომობილის ლოდინი ცოტა უფრო მეტ ხანს მოუწევს. საქმე ისაა, რომ ძვირადღირებული ავტომობილები დანიშნულების ადგილამდე მისლვამდე დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი კაბელებთან დაკავშირებული პრობლემა იყო. როგორც გადამზიდავი კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ავტომობილების აღდგენა შეუძლებელია, რაც შეეხება სატვირთო ავტომობილის მძღოლს საბედნიეროდ, ის არ დაშავებულა.