LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამი კონცერტი უკვე ჩავატარეთ, ახლა ბათუმის სეზონისთვის ვემზადებით… ბევრი გეგმა გვაქვს და წინ მივიწევთ“ – კახა მამულაშვილი

192
278152287_519939379499769_6984024286184222088_n

21 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარული დილის“ სტუმარი კახა მამულაშვილი გახლდათ, რომელმაც ლელა წურწუმიასა და ბენდ „ნონსტოპის“ სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა.

კახა, როგორ ხარ?

კარგად, მადლობა.

აქტიურად მუშაობს და მოძრაობს შენი გუნდი. მაინტერესებს, ამ ეტაპზე რა გაქვთ დაგეგმილი?

როგორც იცით, 3 კონცერტი უკვე ჩავატარეთ, 2 თბილისში და 1 ქუთაისში, ახლა ბათუმის სეზონისთვის ვემზადებით. ლელას კონცერტები ცალკე იქნება, „ნინსტოპის“ ცალკე. ვეძებთ სხვა ლოკაციებსაც, სადაც მივიღებთ მონაწილეობას, ასევე ვემზადებით კლიპის გადასაღებად.

რომელ სიმღერაზე იღებთ კლიპს?

სიმღერაზე „შენს ქალაქში“, რომლის პრემიერაც თქვენს ეთერში შედგა. სიმღერის ავტორია ლანა ლობილაძე, ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის, არანჟირების ავტორი უჩა გუგუნავა გახლავთ.

სად და როდის გეგმავთ კლიპის გადაღებას?

ალბათ, ივლისში გადავიღებთ კლიპს, თუ სად გადავიღებთ ეს უკვე რეჟისორზეა დამოკიდებული.

საზღვარგარეთიდან ხომ არ გაქვთ შემოთავაზებები ან კონცერტები ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?

კოვიდის გამო დიდი ხანია საზღვარგარეთ არ წავსულვართ. ვერ დავკონკრეტდები, მაგრამ გარკვეული გეგმები გვაქვს.

ბენდ „ნონსტოპის“ ამბები როგორ მიდის, ბევრი შემოთავაზება გაქვთ?

ბენდი ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან ბევრი შემოთავაზება აქვთ. ძალიან სწორი მიმართულებით მივდივართ მეც და სანდროც, ბენდის ხელმძღვანელი. ბენდი კვირაში 2-ჯერ მღერის კლუბში და ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. ბევრი გეგმა გვაქვს და წინ მივიწევთ.

 

ვიდეო: ლელა წურწუმიამ „მონოჰოლში“ ვარსკვლავური კონცერტი ჩაატარა – დუეტი, რომელმაც მაყურებელი მოხიბლა

ტოპი და ულამაზესი ორეული – ლელა წურწუმია სცენაზე ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები