გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სამი მათგანი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
23 წლის ვაკო გვილი, შვეიცარიის სუპერლიგის 24-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორმა გამოცემამ შეიყვანა – “ბლიკ შპორტმა” და ”ლუცერნცაიტინგმა”.
პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ლაშა დვალი მოხვდა: “პოგონის” 22 წლის მცველმა გასვლაზე ნიკა კაჭარავას კიელცეს “კორონასთან” შეხვედრა (0:0) უშეცდომოდ ჩაატარა და სიმბოლურში ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.
საბა კვირკველია კი რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში პოპულარულმა გამოცემა ”სპორტ-ექსპრესმა” დაასახელა. საქართველოს ნაკრების მცველის გუნდმა, ”ლოკომოტივმა” მოსკოვურ დერბიში ”სპარტაკს” უმასპინძლა და 0:0 ითამაშა.
კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა. ქართველი მცველი სიმბოლურში მე-8 მოხვდა, ერთხელ კი ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.