ცნობილი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი მიიჩნევდა, რომ არსებობს რაღაცები, რაზეც ადამიანი არავის უნდა ესაუბროს, მათ შორის არც უახლოეს მეგობრებს…
არაფერი კარგი ან ცუდი. მით უმეტეს მოქმედებები
ფროიდი დარწმუნებული იყო, რომ არავის არ უნდა ვესაუბროთ ჩვენს ყველაზე კარგ და ცუდ თვისებებზე და მით უფრო, საქციელზე, რადგან მოქმედებები ბევრად მეტს და ხმამაღლა საუბრობს ადამიანზე, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. თქვენს წარმატებებზე საუბრისას თქვენ ქვეცნობიერ დონეზე თანამოსაუბრეს თქვენი მიღწევების ფონზე საკუთარ წარუმატებლობას აგრძნობინებთ, ამან კი შეიძლება შურის გაჩენა გამოიწვიოს და მომავალში არაკეთილისმსურველი ან მტერიც კი შეიძინოთ.
მუდმივად პრობლემებზე საუბრისას თქვენ თანამოსაუბრის თვითშეფასებას ამაღლებთ. ცუდი ინფორმაციის გამუდმებით გაზიარებამ შეიძლება თქვენს გარშემო ენერგეტიკული ვამპირები მოიზიდოს, რომლებიც სხვისი უბედურებით სარგებლობენ.
გეგმები
გეგმების ვინმესთვის გაზიარებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ მიზნის მიღწევაში. ფაქტია, რომ მაშინაც კი, როდესაც გეგმა მხოლოდ გეგმაა და სხვა არაფერი, მასზე ლაპარაკი თვითკმაყოფილების შეგრძნებას გვაძლევს. როდესაც გვაქებენ ცრუ კმაყოფილების შეგრძნება გვიჩნდება და მოტივაციაც ნელ-ნელა ნელდება. შესაბამისად, ნაკლებად მიზანსწრაფულნი ვხდებით.
თუ ჩვენ მხოლოდ ის გვანიჭებს კმაყოფილებას, თუ როგორი კარგი გეგმა გვაქვს, დიდი შანსია რომ მისი რეალიზება ვერასოდეს შევძლოთ და ის გეგმად დარჩეს…
საიდუმლოებები
თუ თქვენ გაქვთ რაიმე ღირებული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ნუ გაუზიარებთ მას თუნდაც უახლოეს ადამიანებს. ზოგიერთს შეცდომით სჯერა, რომ საიდუმლოების გამჟღავნებით შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ადამიანს, რადგან ის რაღაც ინტიმურს გაიგებს თქვენს შესახებ. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. როგორც კი რაიმე ინფორმაციას მიანიჭებთ საიდუმლოების სტატუსს, ადამიანი, ვინც ეს საიდუმლო გაიგო, მისი გამჟღავნების დაუძლეველ სურვილს განიცდის.