რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი წელიწადი გავიდა. დღეს უკვე აქტიურად მიდის საუბრები ომის დასრულებასა და მშვიდობის მისაღწევად, თუმცა მხარეებს საკუთარი ინტერესები და პოზიციები აქვთ და შეთანხმება მარტივი არ იქნება. მთავარი საკითხი ბუნებრივია უკრაინის უსაფრთხოებაა. პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთო აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი და დონალდ ტრამპის განცხადებებმა სრულად ახალი მიმართულება მისცა ბევრ საკითხს.
ძირითადად სწორედ ამ თემაზე ისაუბრა გადაცემაში „მსოფლიო, როგოირც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.
ასევე საინტერესოა აშშ-სა და ევროპის ურთიერთობა. ტრამპი ხვდება ევროპელ ლიდერებს, ხოლო ევროკავშირს მისამართით ამბობს: „მოდი ვთქვათ სიმართლე, რომ ევროპის კავშირი შეიქმნა აშშ-ის ძირის გამოსათხრელად და დასასუსტებლად“. მისი მოსაზრებით, მათ შორის არათანაბარი სავაჭრო ბალანსია და ის შემოიღებს 25-პროცენტიან ტარიფებს. თავის მხრივ ევროპაც პარიტეტის დონეზე, ასევე ანალოგიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„24 თებერვალს ცივილიზებულმა სამყარომ აღნიშნა რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წელიწადი, რომელიც სრულმასშტაბიანი აგრესიის ფორმით დაესხა თავს. სამწუხაროდ, გაეროში ორი რეზოლუცია აღმოჩნდა. ერთი უკრაინის მიერ დაინიცირებული, მეორე აშშ-ის მიერ. ეს იყო მარტივი, სამპუნქტიანი და არ მოიცავდა ტერმინს რუსეთის ომი უკრაინაში და მიმართული იყო იქითკენ, რომ უნდა დამყარდეს მშვიდობა.
უკრაინას ჰქონდა სერიოზული რევოლუცია, ითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას. მას მხარი დაუჭირა ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ და 98/19 შედეგით გავიდა უკრაინული რეზოლუცია.
რუსეთმა მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ „დაბალანსებულ“ რეზოლუციას.
დიდი ყურადღება იყო ემანუელ მაკრონის აშშ-ში ვიზიტისადმი. ის პირველი ევროპელი ლიდერია ვინც ტრამპთან ჩავიდა. მაკრონმა სცადა დემონსტრირება მოეხდინა, რომ უკრაინას მშვიდობისთვის სჭირდება არა წნეხი, არამედ დახმარება, როგორც სამხედრო საშუალებებით, ასევე აუცილებელია ფინანსური რესურსი და დააფიქსირა ევროპული ქვეყნების მზადყოფნა, რომ ევროპამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ამ როლში განიხილება ისეთი საკითხიც, როგორიცაა ევროპული ჯარების მონაწილეობა ცეცხლის შეწყვეტის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად.
ტრამპმა გამოიტანა პუტინთან საუბრის დეტალები, რომ მან ვერ მიიღო უარყოფითი პასუხი და ტრამპის აღქმით პუტინს არ უნდა ჰქონდეს პრობლემა. ამას მოყვა ოფიციალური მოსკოვიდან რეაქცია. აქ სიახლე არაფერია და რუსეთის პოზიცია დააფიქსირა საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვი კატარში გაემგზავრა და იქ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპული ძალების განთავსება ე.წ. დაშორიშორების ზოლზე და ზოგადად არსებულ პოზიციებზე რაიმე ხაზების გავლება.
კიდევ ერთი მტკივნეული განცხადება გააკეთა ტრამპმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა დაივიწყოს ნატო, რადგან ეს არის მთავარი მიზეზი რის გამოც დაიწყო ომი უკრაინაში.
იშვიათი მინერალების ათვისებაზე ორივე მხარე ადასტურებს, რომ შეთანხმება მიღწეულია, დოკუმენტი მზად არის და მოაწერენ ხელს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს არის დიდებული შეთანხმება და ის აშშ-ს ეკონომიკას ტრილიონებს მოუტანს. ეს ასევე კარგი იქნება უკრაინისთვის. საუბარია 350 მილიარდ დოლარზე და უკრაინა ასევე მიიღებს ულიმიტოდ ამერიკულ შეიარაღებას და ომის გაგრძელების უფლებას.
40 კონგრესმენმა მიმართა ტრამპს და აღნიშნეს, რომ ომის დასრულების შესაძლებლობაა არა პუტინის დაშოშმინება, არამედ სწორედაც რომ უკრაინისთვის საკმარისი შეიარაღების დროული მიწოდება. ამაზე ტრამპს კატეგორიული წინააღმდეგობა არ აქვს. მან აღნიშნა კიდეც, რომ პუტინს მოუწევს დათმობაზე წასვლა.
ზოგადად უსაფრთხოების გარანტიებზე არის სხვადასხვა საუბრები. გაჩნდა ცნობები, რომ ზელენსკიმ შეძლო მიეღწია კონკრეტული წინადადებისთვის, რომ აშშ მიესალმება უკრაინის ძალისხმევას მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა ეს არაფერს არ ავალდებულებას აშშ-ს და ტრამპი მუდმივად აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების საკითხში უნდა ჩაერთოს ევროპა“.
ფოტო: texasstandard
lemonde