„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ ურთიერთგამომრიცხავ სტატისტიკას აწარმოებს და, ამასთან, ანალიზისათვის მნიშვნელოვან დეტალებს არ ასაჯაროვებს.
სტატიაში, სათაურით, „COVID-19-ით გარდაცვლილთა შეზღუდული და ურთიერთგამომრიცხავი სტატისტიკა“, IDFI-ს მკვლევრები იხსენებენ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, 27 დეკემბრის მონაცემებით, ჯამურად აღრიცხულია კორონავირუსის 924,066 დადასტურებული შემთხვევა და 13,583 პაციენტის გარდაცვალება.
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს 2021 წლის 26 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ სამინისტროს 3-წლიანი საქმინობის ანაგარიში წარდგენისას გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც:
ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლინიკებში ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი. ტიკირაძემ აღნიშნა, რომ მუშაობენ იმ კლინიკებთან, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა არ ასაჯაროვებენ აღნიშნულის მიზეზებს. მისივე განმარტებით, არის კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და არის კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რამდენიმე თვეა იკვლევს Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვნად აფერხებს მთელი რიგი მახასიათებლების მიხედვით მონაცემების ხელმისაწვდომობას. მათ შორის სამინისტრომ IDFI-ს არ მიაწოდა:
- კლინიკის დასახელებები, რომლებშიც მკურნალობას გადიოდნენ გარდაცვლილი პაციენტები;
- გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ გადაყვანილნი;
- გარდაცვლილთაგან რამდენს ჰქონდა კოვიდის განმეორებითი ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა;
- გარდაცვლილთაგან რამდენი იყო აცრილი ვაქცინის ერთი დოზით და რამდენი იყო სრულად ვაქცინირებული (შესაბამისი ვაქცინის მითითებით);
- კორონავირუსით გარდაცვლილ პირთა რაოდენობა (სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით), რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის დროს დაუდასტურდათ კორონავირუსი და ამის შემდგომ მოხდა მათი კოვიდ კლინიკაში ან იმავე კლინიკის სპეციალიზირებულ ბლოკში გადაყვანა
IDFI-ს ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა Covid-19-ით გარდაცვლილთა კლინიკაში დაყოვნების და ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდის შესახებ მონაცემები, რომელიც საჯაროდ არ იყო ხელმისაწვდომი და სამინისტრომ მოთხოვნის შესაბამისად გაასაჯაროვა. თუმცა ქვემოთ წარმოდგენილი ანალიზი აღნიშნული მონაცემების სანდოობასაც მნიშვნელოვნად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.
IDFI-ს თანახმად, მათ ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა Covid-19-ით გარდაცვლილთა კლინიკაში დაყოვნების და ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდის შესახებ მონაცემები, რომელიც საჯაროდ არ იყო ხელმისაწვდომი და სამინისტრომ მოთხოვნის შესაბამისად გაასაჯაროვა. „თუმცა ქვემოთ წარმოდგენილი ანალიზი აღნიშნული მონაცემების სანდოობასაც მნიშვნელოვნად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – წერს ორგანიზაცია.