LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა” – გომელაურის თქმით, თბილისში “პოლიციის ქალაქი” აშენდება

169
ვახტანგ გომელაური

“ეს “ქალაქი” აშენდება თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და პირველ ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი პოლიციელებისთვის მნიშვნელოვანი წახალისება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიციელებს მეტი მოტივაცია და წახალისება ჰქონდეთ. მინისტრის თქმით, 2022-2023 წლებში, სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა.

რა გაკეთდა და რა გაკეთდება – გომელაურის ანგარიში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე

“2022 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა ჩვენი პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასების 10%-ით ზრდა. 2023 წლიდან კი, შტატიანი თანამშრომლების ხელფასი გაიზარდა 20%-ით, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების – 10%-ით, როგორც ყველა სხვა საჯარო უწყების თანამშრომლების. 2022-2023 წლებში სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები მთლიანობაში 30%-ით გაიზარდა”, – აღნიშნა გომელაურმა.

მკვლელობა, ყაჩაღობა და ქურდობა – გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g