LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამირა ბაირამოვას გამტაცებელი დააკავეს

85

პირი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფონიჭალიდან ცოლად შერთვის მიზნით სამირა ბაირამოვა გაიტაცა, დაკავებულია – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბარიამოვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, 1999 წელს დაბადებულმა ელჩინ ი.-მ გაიტაცა, იგი თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, ფონიჭალაში მცხოვრებ, 1998 წელს დაბადებულ სამირა ბ-ს თავისუფლება აღუკვეთა. ელჩინ ი-ს თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით),“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g