დღეიდან, 28 სექტემბრიდან, ამოქმედდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო სამსახურებში მივლინებისთვის თანამშრომლებისთვის გადასახდელი თანხების მოცულობა იზრდება.
საჯარო და კერძო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები ამ დრომდე მივლინების სადღეღამისო ანაზღაურებად მხოლოდ 15 ლარს იღებდნენ, ახლა ეს თანხა 30 ლარამდე იზრდება.
28 სექტემბერს მიღებული დადგენილებით, ასევე გაიზარდა ქვეყნის გარეთ მივლინების სადღეღამისო ანაზღაურებაც.
მაგალითად (მოკლევადიანი მივლინების დროს):
- აშშ-ში – 60 აშშ დოლარის ნაცვლად, გახდა 75 აშშ დოლარი;
- გერმანიაში – 57 ევროს ნაცვლად, გახდა 65 ევრო;
- დიდ ბრიტანეთში – 27 ინგლისური გირვანქა სტერლინგის ნაცვლად, გახდა 60 ინგლისური გირვანქა სტერლინგი.