LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სა­მიზ­ნე სახ­ლებს და მე­პატ­რო­ნე­ებს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ად­გენ­დნენ სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა და კა­მე­რე­ბის არ­სე­ბო­ბას“ – საბერძნეთში სახლებისა და ძვირფასეულობის ძარცვის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს

144
ბერძნული პოლიცია

საბერძნეთის პოლიციამ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 5 წევ­რი და­ა­კა­ვა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, 2 აპ­რილს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი მა­მა­კა­ცი და 33 წლის ქალი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის თანახმად, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, სულ მცი­რე, 2021 წლის ნო­ემ­ბრი­დან ატი­კას სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში სახ­ლებს ძარ­ცვავ­დნენ.

ისი­ნი სა­მიზ­ნე სახ­ლებს და მე­პატ­რო­ნე­ებს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ. ად­გენ­დნენ სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა და კა­მე­რე­ბის არ­სე­ბო­ბას, აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ სა­მიზ­ნე­ე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას, რო­დის გა­დი­ოდ­ნენ სახ­ლი­დან, იჭ­რე­ბოდ­ნენ სახ­ლებ­ში და იპა­რავ­დნენ ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა­სა და სხვა ნივ­თებს. იყე­ნებ­დნენ საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბებს კვა­ლის გა­საქ­რო­ბად და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კო­დი­რე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბით სა­უბ­რობ­დნენ.

პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას: ავ­ტო­მო­ბი­ლი, მო­ტო­ციკ­ლი, 3 ლეპ­ტო­პი, 370 ევრო, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და სიმ ბა­რა­თე­ბი, ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ქურ­დო­ბის ია­რა­ღე­ბი, გა­სა­ღე­ბე­ბი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან დღემ­დე გახ­სნი­ლია ძარ­ცვი­სა და ქურ­დო­ბის 16 ფაქ­ტი, ხოლო მათი უკა­ნო­ნო ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი 690 000 ევ­რო­ზე მეტს შე­ად­გენს. პო­ლი­ცია გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g