LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე: ევროპაში ყოფილა საუბრები, რომ საკმარისი სისხლის არდაღვრის გამო განაცხადის უფლება არ გვქონდა

389
nikol-1623152077-2022-01-29_22-06-37_636125

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეზოლუცია იმისათვის, რომ ზიანი მიეყენებინათ ჩვენი ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “ტექსტში იმდენი ფაქტობრივი უზუსტობა და შეცდომაა, რომ თვითონ ტექსტიდან ჩანს, რომ ზერელე დამოკიდებულებაა ამ რეზოლუციის მიმართ”.

რა წერია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში

„ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, როგორც საქართველოს პარლამენტი, ის შედგება სხვადასხვა პარტიისგან, შესაბამისად იქაც, პარტიული ხაზები და პარტიული კუთვნილება ბევრს რამეს წყვეტს. შეიძლება ბევრი იყოს ისეთი დეპუტატი, რომელიც პარტიული გადაწყვეტილების მიხედვით აძლევს ხმას ამა თუ იმ რეზოლუციას. იმ 308 კაციდან, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, შეიძლება 250-ს წაკითხულიც არ ჰქონდა რეზოლუცია, მაგრამ რადგან მათი პარტიის წევრების მხრიდან იყო ინიცირებული, აქედან გამომდინარე ხმა მისცეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ ევროპაშიც არიან ადამიანები, რომელთაც საქართველოს ომში ჩართვა სურს. სამხარაძის თქმით, დახურული შეხვედრებისას ევროპელი პოლიტიკოსებისგან კეთდებოდა განცხადებები, რომ საქართველოს მორალური უფლება არ აქვს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის, რადგან „საკმარისი სისხლი არ არის დაღვრილი“.

“ევროპაშიც ყოფილა ასეთი საუბრებიც, რომ, აი, საქართველოს თურმე მორალური უფლება არ ჰქონდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად იმიტომ, რომ საკმარისი სისხლი არ არის დაღვრილი და ასე შემდეგ, ზოგიერთი ევროპელის მხრიდანაც კი. ეს, რა თქმა უნდა, საჯარო განცხადებები არ არის და ამიტომ ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ასეთი მინიშნებაც კი კეთდება, აქ უკვე ბევრი რაღაც ძალიან დიდ ეჭვს აჩენს და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება”, – განაცხადა სამხარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g