LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხატვრო აკადემიის სტუდენტის სახელოსნო, რომელიც შშმ პირებს დაასაქმებს

98

სამხატვრო აკადემიის სტუდენტი თამარ ბუკია სახელოსნოს გახსნასა და შშმ პირების დასაქმებას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” დამწყებმა მეწარმემ განუცხადა,  დასაქმების ახალ პროგრამაში  – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში” მონაწილეობს და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, საკუთარ სახელოსნოს გახსნის.

”ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის საკუთარი შემოსავლის წყაროს ქონა. შესაბამისად, თუ ჩემი საქმიანობა  წარმატებული იქნება, აუცილებად ვგეგმავ სახელოსნოში მათ დასაქმებას. რაც შეეხება  ნაკეთობებს,  ამ ეტაპზე ვამზადებ  სამკაულებსა და სახლის დეკორატიულ ჩანართებს  და ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობ”, – აღნიშნა ბუკიამ.

მისივე ინფორმაციით, ნაკეთობების დასამზადებლად ლითონს, მინანქარსა და ხეს იყენებს.  ”ჩემი თითოეული ნაკეთობა ინდივიდუალური ფორმისაა, შესაბამისად, უნიკალურია. პროდუქციის გასაყიდი ფასები კი დამოკიდებულია მასალის ხარისხზე, ასევე დამზადების ტექნიკაზე. რთული ნაკეთობები, ბუნებრივია, შედარებით ძვირი ღირს. თუმცა, ჯამში ფასები ნებისმიერი შესაძლებლობის მყიდველზეა გათვლილი”, – განაცხადა ახალგაზრდა მეწარმემ  და აღნიშნა, რომ სამკაულების რეალიზაციას სოციალურ ქსელში ახორციელებს.

როგორც თამარ ბუკიამ განმარტა, ხელნაკეთ ნივთებზე საქართველოში მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, საკუთარი ნამუშევრების რეალიზაცია არ უჭირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g