სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისათვის არა უმეტეს 37 000 კაცით განისაზღვრება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა.
გასულ წელსაც სამხედრო ძალების რაოდენობა არა უმეტეს 37 000 კაცით იყო განსაზღვრული.
შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს.