LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო ექიმებმა გურიის სოფლების მოსახლეობა კოვიდვაქცინით აცრეს

99
1

სამხედრო ექიმებმა დღეს გურიის სოფლების მოსახლეობის ვაქცინაცია განახორციელეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აცანასა და აკეთში იმყოფებოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამხედრო ექიმები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

სამინისტროშ ამბობენ, რომ უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ და სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები, სხვადასხვა რეგიონის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g