LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩნდება ჩანაწერი: სასულიერო პირი, ანუ მოხდება მათი გადანაცვლება” – გრიგოლ გიორგაძე

168
BeFunky-collage - 2023-03-01T014925.370

სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი: სასულიერო პირი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს.

„ანუ, ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, იქნება ის მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება.

ანუ, არაფრის შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა. ალტერნატიული შრომითი სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს. მაგალითად, თავშესაფრებში, სანიტრად სამედიცინო დაწესებულებებში და ა.შ“, – განაცხადა გიორგაძემ.

მიხეილ სარჯველაძე: თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებებით „გირჩის“ არაკეთილსინდისიერი სქემა მოიშლება

„მოვითხოვ, ქუჩაში გამოხვიდეთ…11 მარტს აქციაზე ველოდებით ყველა თავისუფლების მოყვარულ ადამიანს” – იაგო ხვიჩია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები