LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო წყვილები ყველაზე ცხელი წერტილიდან – უკრაინის დამცველებმა ქორწილი დონბასში აღნიშნეს

82
უკრაინელი წყვილები

უკრაინული მედია სამხედრო წყვილებზე წერს, რომლებიც ერთმანეთს ომში შეხვდნენ, ქორწილი კი დონბასში აღნიშნეს – რეგიონში, სადაც ახლა სასტიკი ბრძოლები მიდის.

წყვილი ერთმანეთს მას შემდეგ შეხვდა, რაც კრისტინას ვოლოდიმირის განყოფილების მონახულება უბრძანეს. როგორც მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ომი უკრაინელებისთვის მძიმე ტვირთია, ისინიც კი, ვინც ბრძოლებში არიან, პოულობენ დროს სიცოცხლის, სიყვარულისა და ბედნიერების აღსანიშნავად.

„ვღელავ“, – თქვა 23 წლის ქრისტინა ლიუტა-მიხალჩუკმა საქორწილო ცერემონიაზე, „მაგრამ ჩვენ ორივე ძალიან ბედნიერები ვართ“, – დასძინა მისმა საქმრომ, 28 წლის ვოლოდიმირ მიხალჩუკმა.

წყვილს გეგმაში აქვთ, სახლში დაბრუნება ვოლანის ოლქში, საიდანაც ორივენი, ოჯახებთან ერთად, ომში ნაპოვნ ბედნიერებას აღნიშნავენ.

კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის წყვილი, 22 წლის კრისტინა და 24 წლის ვიტალი ორლიჩები არიან, ისინი ასევე დონბასის საომარ ზონაში შეხვდნენ, როდესაც ვიტალის ქვედანაყოფმა ბრძანება გასცა.

სამწუხაროდ, არსებული მწვავე ვითარების ფონზე, ორივე წყვილს თაფლობის თვის გადადება მოუწევთ.

„ჩვენ ვგეგმავთ ამის გაკეთებას ოდესმე, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – თქვა კრისტინა ლიუტა-მიხალჩუკმა.

კითხვაზე, ნებას მისცემს თუ არა წტვილს სულ მცირე რამდენიმე დღეს „თაფლობის დღისთვის“, ალექსანდრე ვოლხიმენკომ, მე-14 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, მწარე ღიმილით უპასუხა.

„ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, დაისვენონ უკანა მხარეს, აღნიშნონ ეს დღე, რადგან ეს დიდხანს ემახსოვრებათ“, – უპასუხა მან და დასძინა, რომ მომავალში მეთაურები გადაწყვეტენ, რა ამოცანებს შეასრულებენ ახალდაქორწინებულები ფრონტის ხაზზე.

ცნობისთვის, დონბასში ბრძოლები სასტიკი ახლაც მიმდინარეობს, რუსული შეტევის უმეტესი ნაწილი ქალაქ სევეროდონეცკზეა კონცენტრირებული, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულმა ძალებმა დაიპყრეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g