Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 96 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოცემის ცნობით, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა.
ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.