LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს“ – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი 

144
Untitled design (4)

„სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს, ამიტომ მინსკის მიერ რესპუბლიკის აღიარება მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საუბარში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ადრე თუ გვიან მიხვდება, რა სარგებელს მოუტანს მინსკს ცხინვალის სუვერენიტეტის აღიარება:

„ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გახსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსკენ და გახსნის ახალ ჰორიზონტს რესპუბლიკისთვის“, – თქვა გობოზოვმა.

მედვედევი: „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ეს, შესაძლებელია, განხორციელდეს თუ საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g